კონფიდეციალურობის პოლიტიკა
თქვენ უნდა გაეცნოთ წინამდებარე მონაცემთა დაცვის პოლიტიკას, ვებ გვერდის გამოყენებამდე.
ეს პოლიტიკა განმარტავს, თუ როგორ აგროვებს და იყენებს SaturnPlugs თქვენს პირად მონაცემებს. თქვენი პირადი ინფორმაციის მოწოდებით, ან ჩვენი ვებგვერდის გამოყენებით, თქვენ ავტომატურად ადასტურებთ თანხმობას წინმდებარე პოლიტიკასა და პროცედურებზე.
პოლიტიკის განყოფილებები:
- პერსონალური მონაცემების შეგროვებისა და დამუშავების მიზანი
- როგორ ვაგროვებთ ინფორმაციას
- ინფორმაციის დაცვა
- თქვენი უფლებები
- ბმულები სხვა ვებსაიტებზე
- ონლაინ გადახდები
- პოლიტიკაში ცვლილებების შეტანა
1. პერსონალური მონაცემების შეგროვებისა და დამუშავების მიზანი.
ჩვენ ვაგროვებთ და ვამუშავებთ მხოლოდ იმ პერსონალურ მონაცემებს, რაც ჩვენი საქმიანობის კონტექსტში (პროგრამული პროდუქტების ლიცენზირება, API წვდომების მართვა და მხარდაჭერა) გვჭირდება.
ჩვენ შეგვიძლია შევაგროვოთ:
- საიდენტიფიკაციო მონაცემები (სახელი, გვარი, ელ. ფოსტა);
- გარემოს იდენტიფიკატორი, სადაც აქტიურდება სერვისი (მაგ: ვებ-გვერდის URL, IP მისამართი ან აპლიკაციის ID);
- საკონტაქტო ინფორმაცია (მიმოწერა მხარდაჭერის ჯგუფთან);
- ტექნიკური მონაცემები (Cookie, IP მისამართი, ბრაუზერის ტიპი).
2. როგორ ვაგროვებთ ინფორმაციას.
ინფორმაციას ვაგროვებთ შემდეგი გზით:
- რეგისტრაციისას და პროდუქტის/სერვისის შეძენისას;
- პროდუქტის აქტივაციისას ან API მოთხოვნის გამოგზავნისას (თქვენი სისტემა უკავშირდება ჩვენს სერვერს ლიცენზიის/წვდომის დასადასტურებლად);
- მხარდაჭერის ფორმის გამოყენებისას;
- ავტომატურად (Google Analytics და სხვა ანალიტიკური ხელსაწყოები).
3. ინფორმაციის დაცვა
SaturnPlugs დიდ ყურადღებას უთმობს პერსონალური მონაცემების დაცვას. ჩვენ ვიყენებთ შესაბამის ტექნიკურ და ადმინისტრაციულ ზომებს, რათა თავიდან ავიცილოთ ინფორმაციის გამჟღავნება ან არასანქცირებული წვდომა. მონაცემთა გადაცემა ხდება დაშიფრული (SSL/TLS) არხებით.
4. თქვენი უფლებები
თქვენ გაქვთ უფლება:
- მოითხოვოთ წვდომა თქვენს პერსონალურ მონაცემებზე;
- მოითხოვოთ არაზუსტი ინფორმაციის შესწორება;
- მოითხოვოთ თქვენი მონაცემების წაშლა (თუ ეს არ ეწინააღმდეგება მოქმედ საგადასახადო ან იურიდიულ ვალდებულებებს);
- გამოხმოთ თანხმობა მონაცემთა დამუშავებაზე.
მოთხოვნები უნდა გაიგზავნოს ელექტრონულ მისამართზე: contact@saturnplugs.ge
5. ბმულები სხვა ვებსაიტებზე
ჩვენი ვებ-გვერდი შეიძლება შეიცავდეს ბმულებს სხვა საიტებზე. მათ აქვთ საკუთარი კონფიდენციალურობის პოლიტიკა, რომელსაც უნდა გაეცნოთ.
6. ონლაინ გადახდები
ონლაინ გადახდები ხდება უსაფრთხო საბანკო სისტემების მეშვეობით. SaturnPlugs არ ინახავს და არ აქვს წვდომა თქვენი ბარათის სენსიტიურ მონაცემებზე (CVC, ბარათის სრული ნომერი).
7. ცვლილება კონფიდენციალურობის პოლიტიკაში
SaturnPlugs იტოვებს უფლებას ნებისმიერ დროს განაახლოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა. ცვლილებები ძალაში შევა მათი გამოქვეყნებისთანავე.