Saturn Multi-Currency for WooCommerce
თვეში / 12,90 ₾ - დან
Saturn Credo Installments for WooCommerce
თვეში / 11,90 ₾ - დან
აღწერა
ძირითადი მახასიათებლები:
- ავტომატური გადახდები (Subscriptions): ნებისმიერი ტიპის გამოწერის (დღიური, თვიური, წლიური) შექმნის შესაძლებლობა.
- ავტომატური ჩამოჭრა (Recurring): სრული ინტეგრაცია BOG და TBC სისტემებთან ბარათის დამახსოვრებით.
- Trial პერიოდი: მომხმარებლისთვის უფასო სატესტო პერიოდის შეთავაზების მხარდაჭერა.
- მომხმარებლის პანელი: სპეციალური “My Subscriptions” სექცია გამოწერების მარტივი მართვისთვის.
- უსაფრთხოება: ბარათის ტოკენების დაცული მართვა SaturnPlugs-ის სტანდარტებით.
- მარტივი კონფიგურაცია: ჩაშენებული Setup Wizard დაგეხმარებათ ფლაგინის რამდენიმე წუთში გამართვაში.
ტექნიკური უპირატესობები:
- თავსებადია WooCommerce-ის ახალ სტანდარტებთან (Checkout Blocks & HPOS).
- ავტომატური განახლებები ახალი ფუნქციების ინტეგრაციისა და უსაფრთხოებისთვის.
- ჭკვიანი Cron სისტემა გადახდების ავტომატური დამუშავებისთვის.
- Sandbox რეჟიმი უსაფრთხო ტესტირებისთვის.
- სრული POT ფაილი ფლაგინის ნებისმიერ ენაზე მარტივად თარგმნისთვის.
ინსტრუქცია
1. საწყისი კონფიგურაცია
- გააქტიურეთ ფლაგინი და შეიყვანეთ License Key.
- გადადით WooCommerce > Settings > Payments და თქვენი გადახდის ფლაგინში (BOG ან TBC) ჩართეთ ოფცია: "Enable Recurring Payments".
- მნიშვნელოვანი: ბანკთან წინასწარ უნდა გქონდეთ შეთანხმებული ბარათის დამახსოვრების (Recurring) ფუნქციონალი.
2. Subscription პროდუქტის შექმნა
- ვებსაიტის სამართავი პანელიდან შედით ახალი პროდუქტის დამატების გვერდზე.
- Product Data ველში აირჩიეთ: Saturn Subscription ან variable Saturn Subscription.
- მიუთითეთ ფასი და პერიოდულობა (მაგ: ყოველ 1 თვეში ერთხელ).
- შეგიძლიათ მიუთითოთ Trial Period, თუ გსურთ მომხმარებელმა პირველი რამდენიმე დღე უფასოდ ისარგებლოს.
3. მომხმარებლის გამოცდილება
- მომხმარებელი ყიდულობს პროდუქტს ჩვეულებრივად. გადახდისას სისტემა ავტომატურად სთხოვს ბარათის მონაცემებს.
- წარმატებული გადახდის შემდეგ, მომხმარებელი "My Account" გვერდზე დაინახავს ახალ სექციას "ჩემი გამოწერები", საიდანაც შეძლებს გამოწერის მართვას ან გაუქმებას.
4. ტესტირება ადმინისტრატორისთვის
გადადით WooCommerce > Subscriptions გვერდზე:
- აქ ნახავთ ყველა აქტიურ გამოწერას.
- თუ გსურთ ჩამოჭრის გატესტვა, გამოიყენეთ ღილაკი "Force Renewal". ეს ხელოვნურად დააჩქარებს გადახდის დროს და გაუშვებს ტრანზაქციას.
