Saturn Credo Installments for WooCommerce
Saturn Credo Installments for WooCommerce თვეში / 11,90  - დან
ფლაგინები
Saturn Multi-Currency for WooCommerce
Saturn Multi-Currency for WooCommerce თვეში / 12,90  - დან

Saturn SMS & OTP for WooCommerce

ეს ფლაგინი საშუალებას გაძლევთ დაამატოთ SMS შეტყობინებების ფუნქციონალი თქვენს WooCommerce პლატფორმაზე. გამოიყენება შეკვეთის სტატუსების შესახებ ავტომატური შეტყობინებების გასაგზავნად და მომხმარებლის ვერიფიკაციისთვის, ერთჯერადი კოდების (OTP) მეშვეობით.

თვეში / 15,90  - დან

აღწერა

ძირითადი მახასიათებლები:

  • მომხმარებლის შეტყობინებები: შეტყობინებები შეკვეთის გაფორმების, დამუშავების, დასრულებისა და დაბრუნების შესახებ.
  • ადმინის შეტყობინებები: მიიღეთ მომენტალური SMS ყოველ ახალ შეკვეთაზე.
  • OTP ვერიფიკაცია: რეგისტრაციისას ტელეფონის ნომრის დადასტურება ერთჯერადი სმს კოდით.
  • Saturn Subscriptions: ავტომატურ გადახდებზე SMS შეტყობინებების მხარდაჭერა.
  • პაროლის აღდგენა: შეტყობინებების გაგზავნა პაროლის დავიწყების შემთხვევაში.
  • ბალანსის კონტროლი: Sender.ge-ს ბალანსის ნახვა პირდაპირ ადმინ პანელიდან.
  • დინამიური ლოგები: თითოეული SMS-ის სტატუსის (Delivered/Pending) რეალურ დროში შემოწმება.

ტექნიკური უპირატესობები:

  • HPOS & Blocks: სრული თავსებადობა WooCommerce-ის უახლეს სტანდარტებთან.
  • ოპტიმიზებული ბაზა: ავტომატური წმენდა და ინდექსაცია მაღალი წარმადობისთვის.
  • ჭკვიანი ფილტრაცია: დუბლირებული სმს-ების პრევენცია შეკვეთის სტატუსების მიხედვით.
  • Setup Wizard: უმარტივესი კონფიგურაცია რამდენიმე ნაბიჯში.
ინსტრუქცია

ნაბიჯი 1: ლიცენზიის გააქტიურება

ფლაგინის ჩართვისთანავე გაიხსნება Setup Wizard.

  • შეიყვანეთ თქვენი ლიცენზიის გასაღები SaturnPlugs.ge-დან.
  • დააჭირეთ "გაგრძელებას" აქტივაციისთვის.

ნაბიჯი 2: Sender.ge-ს დაკავშირება

კონფიგურაციის ეტაპზე დაგჭირდებათ Sender.ge-ს მონაცემები:

  • API Key: აიღეთ თქვენი Sender.ge-ს პორტალიდან.
  • RemoteAddr (Whitelist): ვიზარდში გამოჩნდება თქვენი სერვერის IP მისამართი. დააკოპირეთ და ჩასვით ის Sender.ge-ს Whitelist პარამეტრებში, რათა სმს-ების გაგზავნა დაიშვას.
  • Admin Phone: მიუთითეთ ნომერი (მაგ: 599XXXXXX), რომელზეც გსურთ მიიღოთ ადმინის შეტყობინებები.

ნაბიჯი 3: შაბლონების მორგება

გადადით: WooCommerce > Settings > Saturn SMS.

  • Notifications: აქ შეგიძლიათ ჩართოთ/გამორთოთ კონკრეტული შეტყობინებები და შეცვალოთ მათი ტექსტი.
  • OTP Settings: თუ გსურთ რეგისტრაციისას ნომრის დადასტურება, ჩართეთ "Registration OTP" ოფცია.
  • SMS Logs: აქ შეგიძლიათ ნახოთ გაგზავნილი სმს-ების ისტორია და განაახლოთ მათი მიწოდების სტატუსი.

ნაბიჯი 4: ტესტირება

გამოიყენეთ "Send Test SMS" ღილაკი General Settings-ში, რათა დარწმუნდეთ, რომ კავშირი სერვერთან წარმატებით დამყარდა.