Saturn Flitt Payment for WooCommerce
თვეში / 13,90 ₾ - დან
Saturn BOG Installments for WooCommerce
თვეში / 12,90 ₾ - დან
აღწერა
ძირითადი მახასიათებლები:
- ბარათით გადახდა: Visa, MasterCard და Amex ბარათების სრული მხარდაჭერა.
- ნაწილ-ნაწილ გადახდა: გადახდის 4 ტოლ ნაწილად დაყოფა 0%-იანი განაკვეთით.
- Apple Pay & Google Pay: მომხმარებელს შეუძლია გადაიხადოს ერთი შეხებით, ბარათის მონაცემების შეყვანის გარეშე.
- Plus და MR ქულები: მიეცით მომხმარებელს საშუალება გამოიყენოს დაგროვილი ლოიალობის ქულები თქვენს საიტზე.
- გამოწერები (Subscriptions): სრული თავსებადობა Saturn Subscriptions-თან ავტომატური გადახდებისთვის.
- უსაფრთხოება: თქვენი საბანკო გასაღებები დაცულია SaturnPlugs-ის ცენტრალიზებული სისტემით.
- მარტივი კონფიგურაცია: ჩაშენებული Setup Wizard დაგეხმარებათ ფლაგინის რამდენიმე წუთში გამართვაში.
ტექნიკური უპირატესობები:
- თავსებადია WooCommerce-ის ახალ სტანდარტებთან (Checkout Blocks & HPOS).
- ავტომატური განახლებები ბანკის სიახლეების ინტეგრაციისა და უსაფრთხოებისთვის.
- მულტი-ვალუტის მხარდაჭერა (GEL, USD, EUR, GBP).
- Sandbox რეჟიმი უსაფრთხო ტესტირებისთვის.
- სრული POT ფაილი ფლაგინის ნებისმიერ ენაზე მარტივად თარგმნისთვის.
ინსტრუქცია
ნაბიჯი 1: ლიცენზიის გააქტიურება
ფლაგინის დაინსტალირებისა და გააქტიურებისთანავე ეკრანზე გამოჩნდება Setup Wizard (ინსტალაციის დამხმარე).
- ველში License Key ჩაწერეთ კოდი, რომელიც მიიღეთ SaturnPlugs.ge-ზე შეძენისას.
- დააჭირეთ "გაგრძელებას" ვალიდაციისთვის.
ნაბიჯი 2: საბანკო მონაცემები
Wizard-ის კონფიგურაციის ეტაპზე (ან WooCommerce > Settings > Payments > Saturn BOG Payment):
- შეიყვანეთ Client ID და Client Secret - მიიღეთ საქართველოს ბანკის BOG Checkout პორტალიდან.
ნაბიჯი 3: ტესტირება (Sandbox Mode)
სანამ რეალურ გადახდებს დაიწყებთ, შეგიძლიათ ჩართოთ Sandbox Mode.
- ამ რეჟიმში შეგიძლიათ განახორციელოთ გადახდები ნებისმიერი ბარათით, თანხის რეალურად ჩამოჭრის გარეშე.
- მნიშვნელოვანი: რეალური გაყიდვების დაწყების წინ არ დაგავიწყდეთ Sandbox Mode-ის გამორთვა!
შენიშვნა: ნაწილ-ნაწილ გადახდა (0% - 4 თვე)
BOG Payment ფლაგინი ასევე მოიცავს ნაწილ-ნაწილ გადახდის მეთოდს. ის ავტომატურად მუშაობს იმავე Client ID და Client Secret-ით - ცალკე კონფიგურაცია არ სჭირდება.