Saturn BOG Installments for WooCommerce
Saturn BOG Installments for WooCommerce თვეში / 12,90  - დან
ფლაგინები
Saturn TBC Installments for WooCommerce
Saturn TBC Installments for WooCommerce თვეში / 12,90  - დან

Saturn TBC Payment for WooCommerce

ეს ფლაგინი საშუალებას გაძლევთ დაამატოთ თიბისი ბანკის ბარათით გადახდის მეთოდი თქვენს WooCommerce პლატფორმაზე. გამოიყენება ბარათით, განაწილებით გადახდით და ბანკის სხვადასხვა ციფრული სერვისებით გადახდების მისაღებად.

თვეში / 13,90  - დან

აღწერა

ძირითადი მახასიათებლები:

  • ბარათით გადახდა: Visa, MasterCard, Amex ბარათების სრული მხარდაჭერა.
  • განაწილება: თანხის 4 ტოლ ნაწილად გადახდა 0%-იანი განაკვეთით
  • Apple Pay & Google Pay: მომხმარებელს შეუძლია გადაიხადოს ერთი შეხებით, ბარათის მონაცემების შეყვანის გარეშე.
  • ერთგულების ქულები: TBC Ertguli ქულებით გადახდის ინტეგრირებული მხარდაჭერა.
  • გამოწერები (Subscriptions): სრული თავსებადობა Saturn Subscriptions-თან ავტომატური გადახდებისთვის.
  • უსაფრთხოება: თქვენი საბანკო გასაღებები დაცულია SaturnPlugs-ის ცენტრალიზებული სისტემით.
  • მარტივი კონფიგურაცია: ჩაშენებული Setup Wizard დაგეხმარებათ ფლაგინის რამდენიმე წუთში გამართვაში.

ტექნიკური უპირატესობები:

  • თავსებადია WooCommerce-ის ახალ სტანდარტებთან (Checkout Blocks & HPOS).
  • ავტომატური განახლებები ბანკის სიახლეების ინტეგრაციისა და უსაფრთხოებისთვის.
  • Sandbox რეჟიმი უსაფრთხო ტესტირებისთვის.
  • სრული POT ფაილი ფლაგინის ნებისმიერ ენაზე მარტივად თარგმნისთვის.
ინსტრუქცია

ნაბიჯი 1: ლიცენზიის გააქტიურება

ფლაგინის დაინსტალირებისა და გააქტიურებისთანავე ეკრანზე გამოჩნდება Setup Wizard (ინსტალაციის დამხმარე).

  • ველში License Key ჩაწერეთ კოდი, რომელიც მიიღეთ SaturnPlugs.ge-ზე შეძენისას.
  • დააჭირეთ "გაგრძელებას" ვალიდაციისთვის.

ნაბიჯი 2: საბანკო მონაცემები

Wizard-ის კონფიგურაციის ეტაპზე (ან WooCommerce > Settings > Payments > Saturn TBC Payment):

  • შეიყვანეთ Client ID და Client Secret - მიიღეთ თიბისი ბანკის მერჩანტ პორტალიდან: ecom.tbcpayments.ge.

ნაბიჯი 3: ტესტირება (Sandbox Mode)

სანამ რეალურ გადახდებს დაიწყებთ, შეგიძლიათ ჩართოთ Sandbox Mode.

  • ამ რეჟიმში შეგიძლიათ განახორციელოთ გადახდები ნებისმიერი ბარათით, თანხის რეალურად ჩამოჭრის გარეშე.
  • მნიშვნელოვანი: რეალური გაყიდვების დაწყების წინ არ დაგავიწყდეთ Sandbox Mode-ის გამორთვა!

შენიშვნა: განაწილება (0% - 4 თვე)

TBC Payment ფლაგინი ასევე მოიცავს განაწილების გადახდის მეთოდს. ის ავტომატურად მუშაობს იმავე Client ID და Client Secret-ით - ცალკე კონფიგურაცია არ სჭირდება.