Saturn Migration & Backups for WordPress
Saturn Migration & Backups for WordPress წელიწადში / 99,00  - დან
ფლაგინები
Saturn Flitt Payment for WooCommerce
Saturn Flitt Payment for WooCommerce თვეში / 13,90  - დან

Saturn B2B for WooCommerce

ამ ფლაგინის გამოყენებით შეგიძლიათ მართოთ საბითუმო და კორპორატიული გაყიდვები თქვენი პლატფორმიდან. ფლაგინი აერთიანებს განსხვავებულ ფასებს, რაოდენობაზე დაფუძნებულ ფასდაკლებებს, მინიმალური შეკვეთის კონტროლს, RS.ge ინტეგრაციას, ინვოისით გადახდას, კრედიტ ლიმიტებსა და ავტომატურ PDF ინვოისებს. დამატებით, უზრუნველყოფს B2B რეგისტრაციას, ადმინის დამტკიცებას, SMS შეტყობინებებს, RS.ge-ზე ინვოისების ავტომატურ გაგზავნას და WooCommerce-ის თანამედროვე სტანდარტებთან სრულ თავსებადობას.

თვეში / 29,00  - დან

აღწერა

ძირითადი მახასიათებლები:

  • საბითუმო ფასები: განსაზღვრეთ სხვადასხვა ფასი Wholesale და Corporate როლის მომხმარებლებისთვის – ყოველი პროდუქტისთვის ინდივიდუალურად.
  • რაოდენობაზე დაფუძნებული ფასი: პროდუქტის გვერდზე Quantity Tier-ების დაყენება (მაგ. 1–9 = ₾10, 10+ = ₾8) – ავტომატურად გამოიყენება კალათაში.
  • მინ. შეკვეთის რაოდენობა (MOQ): B2B მომხმარებლებისთვის პროდუქტზე მინიმალური შეკვეთის რაოდენობის დაყენება.
  • RS.ge ინტეგრაცია: საიდენტიფიკაციო კოდით კომპანიის მონაცემების ავტომატური ამოღება – Checkout-სა და რეგისტრაციაზე.
  • B2B რეგისტრაცია: WooCommerce-ის სარეგისტრაციო ფორმაზე ფიზიკური და იურიდიული პირის ტიპის გამიჯვნა, RS.ge-ით ვალიდაციით.
  • ადმინის დასტური: ახალი B2B ანგარიშები შეიძლება მოითხოვდეს ადმინის დამტკიცებას, სანამ Wholesale პრივილეგიები გააქტიურდება.
  • ინვოისით გადახდა: Wholesale და Corporate პარტნიორებისთვის გადახდის ცალკე მეთოდი – შეკვეთა ინვოისის საფუძველზე, ანგარიშსწორება შეთანხმებულ ვადაში (Net-15/30/45/60/90).
  • PDF ინვოისი: შეკვეთის განხორციელებისთანავე კლიენტისთვის ხელმისაწვდომია ინვოისი – კომპანიის სახელი, TIN, გადახდის ვადა, პოზიციები. email-ში პირდაპირ ინვოისის ღილაკი.
  • კრედიტები და ლიმიტი: ყოველ B2B კლიენტს ინდივიდუალური ლიმიტი – გადაჭარბებისას გადახდის მეთოდი ავტომატურად იმალება.
  • გადახდის ვადის მენეჯმენტი: ვადის გასვლამდე 3 დღით ადრე კლიენტს SMS შეხსენება, ვადაგადაცილებისას კი კლიენტს და ადმინს ავტომატური SMS შეტყობინება.
  • B2B ანგარიში: კლიენტის My Account-ში ცალკე ტაბი – კომპანიის ინფო, კრედიტის სტატუსი, გადაუხდელი ინვოისების სია.
  • RS.ge ავტო-ინვოისი: შეკვეთის დასრულებისას ავტომატური ინვოისის გაგზავნა RS.ge-ზე, ან ხელით ერთი ღილაკით.
  • გამგზავნის ინფორმაცია: ინვოისზე გამოსაჩენი კომპანიის სახელი, TIN, მისამართი, ტელ. და email – Settings-ში კონფიგურირებადია.
  • CSV ექსპორტი: ინვოისებისა და B2B კლიენტების ჩამოტვირთვა Excel-თავსებადი CSV ფორმატში (Georgian სიმბოლოებით).
  • ტელეფონის ვერიფიკაცია: Saturn SMS-თან ერთად – B2B ანგარიშზე ტელეფონის შეცვლა მოითხოვს SMS OTP ვერიფიკაციას.
  • მარტივი კონფიგურაცია: ჩაშენებული Setup Wizard დაგეხმარებათ ფლაგინის რამდენიმე წუთში გამართვაში.

ტექნიკური უპირატესობები:

  • თავსებადია WooCommerce-ის ახალ სტანდარტებთან (HPOS და Blocks Checkout).
  • ავტომატური განახლებები ახალი ფუნქციების ინტეგრაციისა და უსაფრთხოებისთვის.
  • RS.ge API კავშირი SaturnPlugs-ის proxy-ს მეშვეობით – საბანკო გასაღებები კლიენტის მხარეს რჩება.
  • Wholesale და Corporate – ორი დამოუკიდებელი B2B სეგმენტი განსხვავებული ფასებითა და პრივილეგიებით.
  • Saturn SMS plugin-თან ნებაყოფლობითი ინტეგრაცია – ცალ-ცალკე ასევე სრულფასოვნად მუშაობს.
  • WordPress-ის ენის პარამეტრებს მიყვება – ქართული და ინგლისური სრულად მხარდაჭერილია.
ინსტრუქცია

 

ნაბიჯი 1: ლიცენზიის გააქტიურება

ფლაგინის დაინსტალირებისა და გააქტიურებისთანავე ეკრანზე გამოჩნდება Setup Wizard.

  • ველში License Key ჩაწერეთ კოდი, რომელიც მიიღეთ SaturnPlugs.ge-ზე შეძენისას.
  • დააჭირეთ "გაგრძელება" ვალიდაციისთვის.

ნაბიჯი 2: ფუნქციების კონფიგურაცია

Wizard-ის მომდევნო ეტაპზე აირჩიეთ სასურველი ფუნქციები:

ფუნქცია აღწერა
საბითუმო ფასები სხვადასხვა ფასი Wholesale/Corporate როლებისთვის
RS.ge Lookup კომპანიის ავტომატური ამოღება TIN-ით Checkout-ზე
B2B რეგისტრაცია ფიზიკური/იურიდიული პირის გამიჯვნა სარეგისტრაციო ფორმაზე
ადმინ დამტკიცება ახალი B2B ანგარიშები ელოდება ხელით დამტკიცებას
ინვოისით გადახდა B2B Credit gateway-ის ჩართვა Checkout-ზე

ყველა პარამეტრი შემდეგ ნებისმიერ დროს შეიძლება შეიცვალოს WooCommerce → Settings → Saturn B2B-დან.


ნაბიჯი 3: გამგზავნის ინფორმაციის შევსება

გადადით WooCommerce → Settings → Saturn B2B → Sender:

ველი მნიშვნელობა
Company Name კომპანიის სახელი ინვოისზე
Tax ID კომპანიის საიდენტიფიკაციო კოდი
Address იურიდიული მისამართი
Phone საკონტაქტო ნომერი
Email საკონტაქტო email

ეს მონაცემები გამოჩნდება ყველა PDF ინვოისის "გამგზავნი"-ს სექციაში.


ნაბიჯი 4: საბითუმო ფასების დაყენება

  1. გადადით Products → ნებისმიერი პროდუქტი → General ჩანართზე.
  2. მოძებნეთ სექცია "B2B Tiered Pricing".
  3. შეიყვანეთ ფასი Wholesale Customer და/ან Corporate Partner ველებში.
  4. შეინახეთ პროდუქტი.

შენიშვნა: თუ ველი ცარიელია, ამ როლის მომხმარებელი გამოიყენებს სტანდარტულ ფასს.

რაოდენობაზე დაფუძნებული ფასი (WooCommerce → Settings → Saturn B2B → Pricing → Quantity-Based Pricing):

  • ჩართვის შემდეგ, პროდუქტის გვერდზე გამოჩნდება "Quantity Price Tiers (B2B)" სექცია.
  • დაამატეთ tier-ები: Min qty → Price (მაგ. 10 → ₾850 → ₾6).

ნაბიჯი 5: B2B მომხმარებლების მართვა

Wholesale - ენიჭება ავტომატურად სარეგისტრაციო ფორმაზე "იურიდიული პირის" არჩევისას (ადმინ დამტკიცების გარეშე) ან ადმინის მიერ მანუალურად.

Corporate - ენიჭება მხოლოდ ადმინის მიერ: Users → Edit user → Role → B2B Corporate.

Pending (მოლოდინის) ანგარიშების დამტკიცება:

  1. Dashboard-ზე გამოჩნდება შეტყობინება მოლოდინის ანგარიშების რაოდენობით.
  2. გადადით Users → B2B Pending Approval.
  3. შეცვალეთ მომხმარებლის როლი B2B Wholesale ან B2B Corporate-ზე.
  4. (Saturn SMS გააქტიურების შემთხვევაში) კლიენტი SMS-ს მიიღებს ავტომატურად.

კრედიტის ლიმიტი და გადახდის პირობები (Users → Edit user → B2B Settings):

  • Credit Limit (₾) - მაქსიმალური გადაუხდელი ნაშთი. გადაჭარბებისას ინვოისით გადახდა ავტომატურად ქრება.
  • Payment Terms - Net-15 / 30 / 45 / 60 / 90. ვადა ინვოისზე ავტომატურად ჩაიწერება.

ნაბიჯი 6: ინვოისით გადახდა

გასაქტიურებლად: WooCommerce → Settings → Payments → Saturn B2B Invoice Payment → Enable.

ან Setup Wizard-ის კონფიგურაციის ეტაპზე ჩართეთ "Invoice Payment (B2B Credit)".

ინვოისი:

  • შეკვეთის შემდეგ კლიენტი მიიღებს email-ს ინვოისის ღილაკით.
  • My Account-ზე ან შეკვეთის გვერდზე - "View Invoice" ღილაკი.
  • ბრაუზერის Print → Save as PDF ფუნქციით ინვოისი PDF-ად ინახება.

გადახდის ვადის კონტროლი (Saturn SMS-თან ერთად):

  • ვადამდე 3 დღით ადრე - კლიენტი SMS შეხსენებას იღებს.
  • ვადაგადაცილებისას - კლიენტს და ადმინს ავტომატური SMS შეტყობინება.

ადმინი ხელით ცვლის სტატუსს Completed-ზე გადახდის დადასტურებისას.


ნაბიჯი 7: RS.ge ავტო-ინვოისი (სურვილისამებრ)

ავტომატურად: WooCommerce → Settings → Saturn B2B → General → Auto-Invoice (RS.ge) ჩართვისას, შეკვეთის Completed სტატუსზე გადასვლა ავტომატურად აგზავნის ინვოისს RS.ge-ზე.

მანუალურად: შეკვეთის გვერდზე (B2B შეკვეთებზე) გამოჩნდება "RS.ge Invoice" ბლოკი - ინვოისის ერთი ღილაკით გაგზავნისთვის.


ნაბიჯი 8: CSV ექსპორტი

WooCommerce → Settings → Saturn B2B → Invoicing ჩანართის ბოლოში:

  • Download Invoices - ყველა B2B ინვოისი (ფილტრი: თარიღი, სტატუსი). Excel-თავსებადი, Georgian სიმბოლოებით.
  • Download Clients - ყველა B2B კლიენტი (ფილტრი: role). კრედიტის ლიმიტი, გადაუხდელი ნაშთი, გადახდის პირობები.