Saturn TBC Installments for WooCommerce
თვეში / 12,90 ₾ - დან
Saturn Subscriptions for WooCommerce
თვეში / 19,90 ₾ - დან
აღწერა
ძირითადი მახასიათებლები:
- ციფრული განვადება: კრედო ბანკის ონლაინ განვადების სწრაფი და მარტივი მხარდაჭერა.
- ინტერაქტიული კალკულატორი: მომხმარებელი ხედავს ყოველთვიურ გადასახადს პირდაპირ პროდუქტის გვერდზე და Checkout-ში.
- ავტომატური მართვა: შეკვეთის სტატუსის მომენტალური ცვლილება ბანკის მიერ განაცხადის დამტკიცებისთანავე.
- უსაფრთხოება: თქვენი საბანკო გასაღებები დაცულია SaturnPlugs-ის ცენტრალიზებული სისტემით.
- მარტივი კონფიგურაცია: ჩაშენებული Setup Wizard დაგეხმარებათ ფლაგინის რამდენიმე წუთში გამართვაში.
ტექნიკური უპირატესობები:
- თავსებადია WooCommerce-ის ახალ სტანდარტებთან (Checkout Blocks & HPOS).
- ავტომატური განახლებები ბანკის სიახლეების ინტეგრაციისა და უსაფრთხოებისთვის.
- სტატუსების ავტომატური სინქრონიზაცია ბანკის გადაწყვეტილების შესაბამისად.
- Sandbox რეჟიმი უსაფრთხო ტესტირებისთვის.
- სრული POT ფაილი ფლაგინის ნებისმიერ ენაზე მარტივად თარგმნისთვის.
ინსტრუქცია
ნაბიჯი 1: ლიცენზიის გააქტიურება
ფლაგინის დაინსტალირებისა და გააქტიურებისთანავე ეკრანზე გამოჩნდება Setup Wizard (ინსტალაციის დამხმარე).
- ველში License Key ჩაწერეთ კოდი, რომელიც მიიღეთ SaturnPlugs.ge-ზე შეძენისას.
- დააჭირეთ "გაგრძელებას" ვალიდაციისთვის.
ნაბიჯი 2: საბანკო მონაცემები
Wizard-ის კონფიგურაციის ეტაპზე (ან WooCommerce > Settings > Payments > Saturn Credo Installments):
- შეიყვანეთ Merchant ID და API Password - მიიღებთ კრედო ბანკისგან მერჩანტ ხელშეკრულების გაფორმებისას.
ნაბიჯი 3: ტესტირება (Sandbox Mode)
სანამ რეალურ განვადებებს დაიწყებთ, შეგიძლიათ ჩართოთ Sandbox Mode.
- ამ რეჟიმში შეგიძლიათ გაიაროთ განვადების სრული პროცესი ბანკის მხრიდან რეალური დადასტურების გარეშე.
- მნიშვნელოვანი: რეალური გაყიდვების დაწყების წინ არ დაგავიწყდეთ Sandbox Mode-ის გამორთვა!
