Saturn B2B for WooCommerce
თვეში / 29,00 ₾ - დან
Saturn BOG Payment for WooCommerce
თვეში / 13,90 ₾ - დან
აღწერა
ძირითადი მახასიათებლები:
- ბარათით გადახდა: Visa, MasterCard და American Express ბარათების სრული მხარდაჭერა.
- Apple Pay & Google Pay: მომხმარებელს შეუძლია გადაიხადოს ერთი შეხებით, ბარათის მონაცემების შეყვანის გარეშე.
- ჩაშენებული გადახდის ფორმა (Embedded): გადახდის ფორმა პირდაპირ თქვენს საიტზე იხსნება – მომხმარებელი სხვა გვერდზე არ გადამისამართდება.
- სტანდარტული გადახდა (Redirect): Flitt-ის ჰოსტირებული გვერდი – სწრაფი, უსაფრთხო, ერთ ღილაკზე.
- გამოწერები (Subscriptions): სრული თავსებადობა Saturn Subscriptions-თან ავტომატური განმეორებადი გადახდებისთვის.
- უსაფრთხოება: თქვენი Flitt გასაღებები დაცულია SaturnPlugs-ის ცენტრალიზებული Proxy სისტემით.
- მარტივი კონფიგურაცია: ჩაშენებული Setup Wizard დაგეხმარებათ ფლაგინის რამდენიმე წუთში გამართვაში.
ტექნიკური უპირატესობები:
- თავსებადია WooCommerce-ის ახალ სტანდარტებთან (Checkout Blocks & HPOS).
- ავტომატური განახლებები უახლეს ვერსიაზე SaturnPlugs-ის საშუალებით.
- მულტი-ვალუტის მხარდაჭერა (GEL, USD, EUR და სხვ.).
- Sandbox რეჟიმი უსაფრთხო ტესტირებისთვის.
- სრული POT ფაილი ფლაგინის ნებისმიერ ენაზე მარტივად თარგმნისთვის.
ინსტრუქცია
ნაბიჯი 1: პროდუქტის არჩევა
ფლაგინის დაინსტალირებისა და გააქტიურებისთანავე ეკრანზე გამოჩნდება Setup Wizard.
აირჩიეთ სასურველი გადახდის ტიპი:
- Standard Checkout (Redirect) - მომხმარებელი გადამისამართდება Flitt-ის გვერდზე გადახდისთვის.
- Embedded Checkout - გადახდის ფორმა პირდაპირ თქვენს საიტზე გამოჩნდება, გადამისამართების გარეშე.
შეგიძლიათ ორივე ერთდროულად ჩართოთ.
ნაბიჯი 2: ლიცენზიის გააქტიურება
- ველში License Key ჩაწერეთ კოდი, რომელიც მიიღეთ SaturnPlugs.ge-ზე შეძენისას.
- დააჭირეთ "გაგრძელებას" - სისტემა ავტომატურად გაააქტიურებს ლიცენზიას.
ნაბიჯი 3: Flitt-ის მონაცემები
Wizard-ის კონფიგურაციის ეტაპზე (ან WooCommerce > Settings > Payments > Saturn Flitt Payment):
- შეიყვანეთ Merchant ID - თქვენი ციფრული იდენტიფიკატორი Flitt-ის დაშბორდიდან.
- შეიყვანეთ Payment Key - Flitt-ის დაშბორდის API Keys სექციიდან.
Merchant ID და Payment Key-ს მიღება შეგიძლიათ Flitt-ის მერჩანტ პორტალზე - Settings > API Keys განყოფილებაში.
ნაბიჯი 4: ტესტირება (Sandbox Mode)
სანამ რეალურ გადახდებს დაიწყებთ, შეგიძლიათ ჩართოთ Sandbox Mode.
- ამ რეჟიმში შეგიძლიათ განახორციელოთ სატესტო გადახდები თანხის რეალურად ჩამოჭრის გარეშე.
- მნიშვნელოვანი: რეალური გაყიდვების დაწყების წინ არ დაგავიწყდეთ Sandbox Mode-ის გამორთვა!
ნაბიჯი 5: გამოწერები (სურვილისამებრ)
თუ იყენებთ Saturn Subscriptions ფლაგინს ავტომატური განმეორებადი გადახდებისთვის:
- WooCommerce > Settings > Payments > Saturn Flitt Payment გვერდზე ჩართეთ Subscription Support.
- Flitt ავტომატურად შეინახავს ბარათის ტოკენს პირველი გადახდისას და შემდგომ დარიცხვებს თქვენ გარეშე განახორციელებს.
