Saturn Subscriptions for WooCommerce
Saturn Subscriptions for WooCommerce თვეში / 19,90 ₾ - დან
ფლაგინები
Saturn Migration & Backups for WordPress
Saturn Migration & Backups for WordPress წელიწადში / 99,00 ₾ - დან

Saturn Analytics for WordPress

Saturn Analytics პირდაპირ WordPress-ის პანელში აჩვენებს, ვინ შემოდის თქვენს საიტზე, საიდან მოდის და რას აკეთებს, Google Analytics-ის, cookie-ების და გარე სერვისების გარეშე. WooCommerce მაღაზიებისთვის ფლაგინი დამატებით აჩვენებს მომხმარებლის ყიდვის პროცესს, პროდუქტის ნახვიდან გადახდამდე.

თვეში / 9,90 ₾ - დან

აღწერა

ძირითადი მახასიათებლები:

  • Live view: ხედავთ, რამდენი მომხმარებელია საიტზე ამჟამად.
  • სტატისტიკის მიმოხილვა: მომხმარებლების რაოდენობა, გვერდების ნახვები, Bounce Rate (უარყოფის მაჩვენებელი) და გვერდზე გატარებული საშუალო დრო, 7, 30 ან 90 დღის ჭრილში.
  • გვერდების სტატისტიკა: ყველაზე ხშირად ნახვადი გვერდები.
  • ტრაფიკის წყაროები: გაიგეთ, საიდან მოდიან მომხმარებლები, Google-იდან, Facebook-იდან, სხვა ვებსაიტებიდან თუ UTM კამპანიებიდან.
  • აუდიტორიის ანალიზი: მომხმარებლების მოწყობილობები, ბრაუზერები და ოპერაციული სისტემები.
  • გაყიდვების ანალიტიკა: Woocommerce ანალიზი. პროდუქტის ნახვიდან კალათაში დამატებამდე. აკონტროლეთ შემოსავალი, შეკვეთების რაოდენობა და გაყიდვების შედეგები ტრაფიკის წყაროებისა და კამპანიების მიხედვით.
  • ზუსტი გაყიდვების აღრიცხვა: შეკვეთა გაყიდვად ითვლება მხოლოდ წარმატებული გადახდის შემდეგ და აღირიცხება მხოლოდ ერთხელ. გაყიდვა მიეკუთვნება იმ ტრაფიკის წყაროს, საიდანაც მყიდველი მოვიდა, მაშინაც კი, თუ გადახდას ბანკი ადასტურებს.
  • ვიჯეტი WordPress-ის მთავარ პანელზე: იხილეთ ონლაინ ვიზიტორების რაოდენობა, დღევანდელი სტატისტიკა, ბოლო 7 დღის მაჩვენებლები და მათი ცვლილება, 14-დღიანი ტენდენცია, ყველაზე პოპულარული გვერდები და ტრაფიკის წყაროები. WooCommerce-ის შემთხვევაში ხელმისაწვდომია შემოსავლისა და კონვერსიის მაჩვენებლებიც.
  • საკუთარი მოვლენები: აღრიცხეთ თქვენთვის მნიშვნელოვანი ქმედებები. ღილაკზე დაჭერა, ფორმის გაგზავნა, გამოწერა და სხვა.

ტექნიკური უპირატესობები:

  • Cookie-ების გარეშე: IP მისამართი არ ინახება, ვიზიტორები ითვლება ანონიმურად. ამიტომ Cookie-ბანერი არ არის საჭირო.
  • ყველა მონაცემი ინახება თქვენს საიტზე და არ გადაეცემა მესამე მხარეს.
  • ბოტები და სკანერები ავტომატურად იფილტრება.
  • ადმინისტრატორებს და თქვენ მიერ არჩეულ როლებს არ ითვლის.
  • მუშაობს ქეშირებულ გვერდებზეც (LiteSpeed Cache, WP Rocket და სხვ.).
  • მუშაობს WooCommerce-ის გარეშეც, როგორც ჩვეულებრივი საიტის სტატისტიკა.
  • თავსებადია WooCommerce-ის Checkout Blocks-თან და HPOS-თან.
  • ძველი მონაცემები იშლება ავტომატურად, თქვენ მიერ არჩეული ვადის შემდეგ.
  • ქართული ინტერფეისი და ავტომატური განახლებები.
მიმოხილვა (0)
0 შეფასება
0
0
0
0
0

მიმოხილვები ჯერ არ არის.

იყავით პირველი შემფასებელი: „Saturn Analytics for WordPress“