Saturn Migration & Backups for WordPress
ეს პლაგინი განკუთვნილია WordPress საიტების ერთი სერვერიდან მეორეზე ან ახალ დომენზე უსაფრთხოდ გადასატანად. ის ავტომატურად აახლებს ყველა ბმულსა და პარამეტრს ახალ მისამართზე, იცავს მონაცემთა ბაზას დაშიფვრის მეთოდით და უზრუნველყოფს სტაბილურ მიგრაციას, მათ შორის დიდ პროექტებზე.
წელიწადში / 99,00 ₾ - დან
ძირითადი ფუნქციონალი
- სრული მიგრაცია (All-in-One): მონაცემთა ბაზა, მედია ფაილები, თემები და ფლაგინები – ყველაფერი ერთ
.saturnფაილში. - URL-ის ავტომატური შეცვლა: ყველა ბმული, სურათი და პარამეტრი ახალ მისამართზე ავტომატურად განახლდება – serialized PHP მონაცემების ჩათვლით.
- დაცული მონაცემები: მონაცემთა ბაზა ინახება დაშიფრული სახით. მისი დეკოდირება და იმპორტი შესაძლებელია მხოლოდ აქტიური ლიცენზიის არსებობისას, რაც სრულად გამორიცხავს მონაცემების მესამე პირების ხელში ჩავარდნას.
- მოქნილი ექსპორტი: შეგიძლიათ აირჩიოთ რომელი კომპონენტები შეიტანოთ – მხოლოდ ბაზა, ან ბაზა + მედია, ან სრული ვებსაიტი.
-
ავტომატური სარეზერვო ასლები: ფლაგინი ყოველდღიურად ან კვირაში ერთხელ ავტომატურად ქმნის სარეზერვო ასლს და ატვირთავს მას თქვენს (FTP/FTPS) სერვერზე. ძველი ასლები ავტომატურად იშლება – შეგიძლიათ განსაზღვროთ რამდენი შეინახოს (1-30).
- ვიზუალური პროგრეს-ბარი: თვალი ადევნეთ მიგრაციის თითოეულ ეტაპს რეალურ დროში, დეტალური ინდიკატორის საშუალებით.
- მარტივი კონფიგურაცია: ჩაშენებული Setup Wizard დაგეხმარებათ ფლაგინის რამდენიმე წუთში გამართვაში.
ტექნიკური უპირატესობები
- ექსპორტი უფასოა: ლიცენზია საჭიროა მხოლოდ იმპორტისთვის.
- ბექაფი:
.saturnფაილი არ არის მხოლოდ მიგრაციის ხელსაწყო; ის არის თქვენი საიტის სრულფასოვანი სარეზერვო ასლი, რომელიც შეგიძლიათ წლების შემდეგაც უპრობლემოდ აღადგინოთ. - ოპტიმიზებული დამუშავება: მონაცემთა ბაზის (Batch) დამუშავება ხდება ნაწილ-ნაწილ. ეს იცავს სერვერს გადატვირთვისგან და უზრუნველყოფს სტაბილურ მუშაობას დიდ პროექტებზეც.
- განახლებები: მუდმივი ზრუნვა უსაფრთხოებაზე, სტაბილურობასა და ახალი ფუნქციების დამატებაზე.
- თავსებადობა და სტანდარტები: პლაგინი იყენებს სტანდარტულ
PHP zipდაopensslგაფართოებებს, რაც გარანტირებულ თავსებადობას ნიშნავს ნებისმიერ თანამედროვე ჰოსტინგთან.
ნაბიჯი 1: ლიცენზიის გააქტიურება
ფლაგინის დაინსტალირებისა და გააქტიურებისთანავე ეკრანზე გამოჩნდება Setup Wizard.
- ველში License Key ჩაწერეთ კოდი, რომელიც მიიღეთ SaturnPlugs.ge-ზე შეძენისას.
- დააჭირეთ "გაგრძელება" ვალიდაციისთვის.
შენიშვნა: ექსპორტი ლიცენზიის გარეშეც შეგიძლიათ. ლიცენზია საჭიროა მხოლოდ იმპორტისთვის.
ნაბიჯი 2: საიტის ექსპორტი (ძველ საიტზე)
- გადადით WordPress Admin → Tools → Saturn Migration → Export ჩანართზე.
- აირჩიეთ სასურველი კომპონენტები:
| ოფცია | აღწერა |
|---|---|
| Database | მონაცემთა ბაზა (სავალდებულო) |
| Uploads | მედია ბიბლიოთეკა - სურათები, დოკუმენტები, ფაილები |
| Themes | ყველა დაინსტალირებული თემა |
| Plugins | ყველა დაინსტალირებული ფლაგინი |
- დააჭირეთ "Export Site".
- ექსპორტის დასრულებისთანავე გამოჩნდება "Download" ღილაკი და ჩამოტვირთეთ
.saturnფაილი.
ნაბიჯი 3: საიტის იმპორტი (ახალ საიტზე)
- ახალ საიტზე დააინსტალირეთ და გააქტიურეთ Saturn Migration, ლიცენზია გააქტიურეთ (ნაბიჯი 1).
- გადადით Tools → Saturn Migration → Import ჩანართზე.
- ატვირთეთ
.saturnფაილი - drag & drop ან "Browse file" ღილაკით. - ფაილის ატვირთვის შემდეგ გამოჩნდება საიტის ინფორმაცია (სათაური, URL, WP ვერსია, შექმნის თარიღი).
- შეამოწმეთ URL-შეცვლის ველები:
| ველი | მნიშვნელობა |
|---|---|
| From (source URL) | ძველი საიტის მისამართი - ავტომატურად ივსება |
| To (this site URL) | ახალი საიტის მისამართი - ავტომატურად ივსება |
- დააჭირეთ "Start Import" და დაადასტურეთ.
მნიშვნელოვანი: იმპორტი გადაეწერება მიმდინარე მონაცემთა ბაზას. საჭიროების შემთხვევაში დარწმუნდით, რომ სარეზერვო ასლი გაქვთ.
ნაბიჯი 4: იმპორტის დასრულება
იმპორტის დასრულებისთანავე:
- გვერდი ავტომატურად გადაგამისამართებთ wp-login.php-ზე.
- შედით თქვენი ძველით საიტის მომხმარებლის სახელითა და პაროლით - Saturn Migration ავტომატურად ინახავს თქვენს ანგარიშს.
ხშირად დასმული კითხვები
.saturn ფაილი შეიძლება სხვამ გახსნას? არა. ფაილში მონაცემთა ბაზა დაშიფრულია. გაშიფვრა მხოლოდ SaturnPlugs-ის სერვერის მეშვეობით ხდება - აქტიური ლიცენზიის გარეშე იმპორტი შეუძლებელია.
შეიძლება ექსპორტ ფაილის შენახვა მომავლისთვის? დიახ. .saturn ფაილი სრულად პორტატულია, შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერ დროს, ნებისმიერ WordPress საიტზე.
ატვირთვის ლიმიტი პრობლემის დროს: თუ სერვერის ატვირთვის ლიმიტი (upload_max_filesize) პატარაა, ადმინ პანელში გამოჩნდება გაფრთხილება. დაუკავშირდით ჰოსტინგ პროვაიდერს upload_max_filesize და post_max_size გაზრდის მოთხოვნით.
Saturn Migration მხარს უჭერს ავტომატური სარეზერვო ასლების FTP/FTPS სერვერზე სინქრონიზაციას - ყოველდღიურად ან კვირაში ერთხელ.
- გადადით WordPress Admin → Tools → Saturn Migration → Backups ჩანართზე.
- ჩართეთ "Enable Auto-Backup".
- შეავსეთ FTP პარამეტრები:
| ველი | აღწერა |
|---|---|
| Protocol | FTP ან FTPS (SSL-დაშიფრული კავშირი) |
| Host | FTP სერვერის მისამართი (მაგ. ftp.yoursite.com) |
| Port | პორტი (სტანდარტი: 21) |
| Username | FTP მომხმარებლის სახელი |
| Password | FTP პაროლი (ინახება AES-256 დაშიფვრით) |
| Remote Path | სარეზერვო ასლების საქაღალდე სერვერზე (მაგ. /saturn-backups) |
- დააჭირეთ "Test Connection" - დარწმუნდით, რომ კავშირი მუშაობს სარეზერვო ასლების ჩართვამდე.
- განსაზღვრეთ სიხშირე:
| ოფცია | აღწერა |
|---|---|
| Daily | ყოველდღე ერთხელ |
| Weekly | კვირაში ერთხელ |
- განსაზღვრეთ "Keep last N backups" - რამდენი ასლი შეინახოს სერვერზე (1-30). ძველი ასლები ავტომატურად წაიშლება.
- აირჩიეთ რა შეიტანოს სარეზერვო ასლში:
| ოფცია | აღწერა |
|---|---|
| Database | მონაცემთა ბაზა - ყოველთვის შედის (სავალდებულო) |
| Uploads | მედია ბიბლიოთეკა - სურათები და ფაილები |
| Themes | ყველა დაინსტალირებული თემა |
| Plugins | ყველა დაინსტალირებული ფლაგინი |
- დააჭირეთ "Save Settings" - განრიგი ავტომატურად გააქტიურდება.
სარეზერვო ასლი ახლავე: "Backup Now" ღილაკი საშუალებას გაძლევთ განრიგის მიუხედავად, ნებისმიერ დროს მყისიერად ატვირთოთ სარეზერვო ასლი. მარჯვენა სვეტში ნაჩვენებია ბოლო ასლის სტატუსი და შემდეგი ატვირთვის დრო.
მოთხოვნა: სერვერზე PHP-ის
ftpგაფართოება უნდა იყოს ჩართული. თუ არ არის, ადმინ პანელში გამოჩნდება შეტყობინება - დაუკავშირდით ჰოსტინგ პროვაიდერს.
