Saturn Transfer for WordPress
ეს ფლაგინი საშუალებას გაძლევთ მარტივად გადაიტანოთ WordPress-ის კონტენტი სხვადასხვა საიტებს შორის. მხარდაჭერილია პოსტები, გვერდები, WooCommerce პროდუქტები, Custom Post Types, meta ველები, taxonomies, SEO პლაგინები და Excel (.xlsx) იმპორტ/ექსპორტი – მოქნილი Type Mapping-ისა და ავტომატური URL ჩანაცვლების მხარდაჭერით.
წელიწადში / 99,00 ₾ - დან
ძირითადი მახასიათებლები:
- კონტენტის ექსპორტი: პოსტები, გვერდები, პროდუქტები, Custom Post Types, meta ველები და taxonomies – ყველაფერი ერთ ფაილში.
- Excel-ის მხარდაჭერა (.xlsx): ექსპორტი Excel-ში ან Google Sheets-ში, რედაქტირება და ხელახლა იმპორტი რამდენიმე მოქმედებით.
- SEO პლაგინების სრული მხარდაჭერა: Yoast SEO, RankMath, SEOPress, The SEO Framework. ყველა meta და term-ის SEO მონაცემი ავტომატურად გადადის.
- ტიპების შესაბამისობა: იმპორტისას შესაძლებელია ნებისმიერი ტიპის სხვა ტიპზე გადაყვანა (მაგ. post → product).
- URL-ის ავტომატური ჩანაცვლება: ყველა ბმული კონტენტსა და meta ველებში ავტომატურად განახლდება ახალი საიტის მისამართზე.
- სურათების სრული გადატანა: Featured image-ებთან ერთად კონტენტში ჩაშენებული სურათებიც ახლიდან გადმოიწერება.
- Rich კონტენტის მხარდაჭერა: Gutenberg ბლოკები, iFrame-ები (YouTube, Google Maps), shortcodes, ბმულები, ყველა ელემენტი უცვლელად გადადის.
- კონფლიქტის მართვა: slug-ის დამთხვევისას შეგიძლიათ აირჩიოთ: გამოტოვება, განახლება ან ახალი ჩანაწერის შექმნა.
- მოქნილი ფილტრები: ექსპორტი კატეგორიების, ავტორის, საძიებო სიტყვის ან თარიღის მიხედვით.
- ექსპორტი უფასოა: ლიცენზია საჭიროა მხოლოდ იმპორტისთვის, ანუ მხოლოდ დანიშნულების საიტზე.
- მარტივი კონფიგურაცია: ჩაშენებული Setup Wizard დაგეხმარებათ ფლაგინის რამდენიმე წუთში გამართვაში.
ტექნიკური უპირატესობები:
- AJAX ბეჩ-პროცესინგი: დიდი მოცულობის კონტენტის გადატანა PHP ლიმიტების პრობლემების გარეშე.
- ავტომატური განახლებები: ახალი ფუნქციებისა და უსაფრთხოების განახლებების მიღება.
- დაცული ექსპორტ ფაილები: ექსპორტირებული ფაილები ინახება wp-content/uploads-ში .htaccess დაცვით.
- Zip Bomb-ისგან დაცვა: უსაფრთხო ატვირთვის სისტემა მავნე ZIP ფაილებისგან დასაცავად.
- სრული ქართული და ინგლისური ენების მხარდაჭერა.
გამოხმაურების გასაგზავნად საჭიროა ავტორიზაცია.
ნაბიჯი 1: ლიცენზიის გააქტიურება
ფლაგინის ინსტალაციისა და გააქტიურების შემდეგ ავტომატურად გამოჩნდება Setup Wizard.
- ველში License Key შეიყვანეთ კოდი, რომელიც მიიღეთ SaturnPlugs.ge-ზე შეძენისას.
- დააჭირეთ „გაგრძელებას“ ლიცენზიის ვალიდაციისთვის.
შენიშვნა: ექსპორტი ხელმისაწვდომია ლიცენზიის გარეშე. ლიცენზია საჭიროა მხოლოდ იმპორტისთვის.
ნაბიჯი 2: ექსპორტი
გადადით Tools → Saturn Transfer → Export ჩანართზე.
-
- Content Types: მონიშნეთ სასურველი კონტენტის ტიპები — post, page, product ან სხვა CPT.
- Include: ჩართეთ დამატებითი მონაცემები — custom fields (ACF, Pods), taxonomies და featured images.
- Filters (სურვილისამებრ): გაფილტრეთ კონტენტი სტატუსის, თარიღის დიაპაზონის ან taxonomy-ის მიხედვით.
- დააჭირეთ Export .saturn — დასრულების შემდეგ გამოჩნდება Download Export ღილაკი.
ნაბიჯი 3: Excel-ის გამოყენება (.xlsx)
.xlsx ექსპორტი იდეალურია პროდუქტებისა და კონტენტის მასობრივი რედაქტირებისა და იმპორტისთვის.
-
- Export ჩანართზე დააჭირეთ Export .xlsx და გახსენით ფაილი Excel-ში ან Google Sheets-ში.
- დაარედაქტირეთ არსებული სტრიქონები, დაამატეთ ახლები და შეავსეთ საჭირო სვეტები (
meta:_regular_price,meta:_skuდა სხვა). - WooCommerce ვარიაციებისთვის: მშობელი პროდუქტის ატრიბუტები გამოყავით მძიმით (
tax:pa_color = red, blue), ხოლოparentსვეტში მიუთითეთ მშობელი პროდუქტის slug. - მაგალითის სანახავად შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ მზა შაბლონი — Export ჩანართის sidebar-ში არსებული Download Template ღილაკიდან.
ნაბიჯი 4: იმპორტი
გადადით Tools → Saturn Transfer → Import ჩანართზე.
-
- ატვირთეთ
.saturn,.xlsxან.csvფაილი. - Type Mapping: თითოეული ექსპორტირებული ტიპისთვის აირჩიეთ შესაბამისი ტიპი მიმდინარე საიტზე.
- URL Replacement: მნიშვნელობები ავტომატურად ივსება ექსპორტის ფაილიდან — გადაამოწმეთ სისწორე.
- Conflict Handling: slug-ის დამთხვევის შემთხვევაში აირჩიეთ — გამოტოვება, განახლება ან ახალი ჩანაწერის შექმნა.
- დააჭირეთ Start Import — იმპორტის პროგრესი რეალურ დროში გამოჩნდება ეკრანზე.
- ატვირთეთ

მიმოხილვა
ფილტრების გასუფთავებამიმოხილვები ჯერ არ არის.